logo
ENG



ბარნოვი: ეკლესიას ვითომ მოწამეობრივი ქმედებებით სურს დიდება დაიბრუნოს 

02 აპრ 202022:51
3 წუთის საკითხავი
 

თეოლოგი გოჩა ბარნოვი გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" საქართველოს საპატრიარქოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ტაძრებში ზიარების წესი, კორონავირუსის მიუხედავად, არ შეიცვლება. 

ბარნოვი ამბობს, რომ ეკლესია ცდილობს მოწამეობრივი ქმედებებით შელახული იმიჯი გამოასწროსთეოლოგს მაგალითად ე.წ. ციანიდის საქმე და სხვა სკანდალური საქმეები მოჰყავს. 

გარდა ამისა, იგი მიიჩნევ, რომ იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის გავრცელება უფრო მასშტაბური გახდება, ეკლესიას ისევე როგორც სახელმწიფოს თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს აღებული. 

"ეკლესიას მრევლის მიმართ ექნება სულიერი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოსაც თავის წილი პასუხისმგებლობა ეკისრება. ჩვენ ყოველდღიურად ვიგებთ ინფორმაციას, რომ ქვეყანაში ახალ ახალი კლასტერები ჩნდება. სხვადასხვა რაიონებში ვირუსის უკვე დიდი გავრცელება ფიქსირდება. რა გარანტიას გვაძლევენ სასულიერო პირები. აიღონ სასულიერო პირებმა პასუხისმგებლობა იმისა, თუ რა მოხდება შემდგომ ეკლესიაში. მაგრამ ამ პასუხისმგებლობას არავინ აიღებს. რამე კატასტროფული რომ მოხდეს, პასუხს არავინ გაგვცემს, იმ კითხვებზე, რომელიც გვექნება. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. საქართველო ბედნიერი ქვეყანაა და ყოველ წელს გვაქვს არჩევნები, ამიტომ სახელმწიფოს ყოველ წელს სჭირდება ეკლესია არჩევნებისთვის. თავისთავად ეკლესია თავის საქმეს აკეთებს. ეკლესიას ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან დაუვარდა რეიტინგი, ციანიდის და სხვა სკანდალური საქმეების გამო. ამიტომ, ახლა მას სურს ამ ვითომ და მოწამეობრივი ქმედებებით ეს თავის სახელი და დიდება დაიბრუნოს, ადამიანი არავინ აინტერესებს", - განაცხადა გოჩა ბარნოვმა. 


close დახურვა